logo
ENG



"ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა" - გირჩმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვა

15 თებ 202113:01
3 წუთის საკითხავი
 
"ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა" - გირჩმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვა
ქეთი ნადიბაძე/ფორმულა

გირჩმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა. 

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ არ უნდათ "მიშას თამაშში ჩართვა". 

იაგო ხვიჩიას თქმით, მათ ვერ მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რის გამოც "მათი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა". 

"ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი თამაშობენ მიშას თამაშს. 

მაგალითად, კახა კუკავამ გვითხრა, გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. ასე მითხრა სიტყვა-სიტყვით. ზოგადად განწყობა იყო ეს და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი თამაში არ არის. ჩვენ გვქონდა სულ სამი საკითხი, რომლის განხილვაც გვინდოდა: 

ერთი: მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რაზეც პასუხი ვერ გამცეს საერთოდ. 

მეორე: რომ ვამბობთ, არჩევნები გაყალბდაო და ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს, მომეცით თქვენ ხელთ არსებული მტკიცებულება. იცით, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს, რაზედაც ასევე დუმილი იყო და კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. 

მესამე საკითხი იყო: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა იყო და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ნიკა მელიას უპირობო მხარდაჭერას და ვუცხადებთ. ანაზე ატყდა ყაყანი და გაუსაძლისი გახდა ჩვენი ყოფნა", - თქვა იაგო ხვიჩიამ

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გრძელდება. ისინი სამომავლო გეგმებზე, საპროტესტო აქციებსა და ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს. 


close დახურვა